ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

“IBEX logistics საქართველოს დედაქალაქ თბილისში განლაგებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2017 წელს.

ჩვენი კომპანიის სტატუსი საშუალებას გვაძლევს ორგანიზება გავუკეთოთ ტრანსპორტირებას  მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში  და აწარმოოთ ამასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური მომსახურება.

IBEX logistics - გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური, დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული გაცვლის სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების ამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით “IBEX logistics” - შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კლიენტს და, შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მა.

საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთები, საჰაერო თუ კონსოლიდირებულ (ნაკრებ) გადაზიდვები, იმპორტი თუ ექსპორტი, ტვირთების დასაწყობება თუ დისტრიბუცია, კლიენტის კარამდე მიტანა თუ გემებისა და თვითმფრინავების  დაფრახტვა, ნებისმიერ გადაზიდვაში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ პირველები და სწრაფად, უსაფრთხოდ დავაკმაყოფილოთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი  ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირადღირებული, მალფუჭებადი  და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვაში.
ჩვენი მიზანია ვიყოთ  თქვენი გლობალური ლოგისტიკური პარტნიორები  და გაგიწიოთ ყველა შესაძლო დახმარება,  რათა დღევანდელ სწრაფად ზრდად ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელება.


ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, რადგან თქვენი ტვირთის გადაზიდვა იყოს უსაფრთხო.