ახალი საწყობი ევროპაში

2020 წელს Ibex Logistics-მა ევროპის ყველაზე ტვირთგამტარ ქვეყანაში, ბულგარეთში გახსნა თანამედროვე,ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საწყობი, რამაც მოგვცა საშვალება, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით შერეული (გრუპაჟული) ტვირთების ტრანსპორტირება ბევრად შერავათიანი ფასებით შეძლოს. ასევე მან მოგვცა შესაძლებლობა ტვირთები ბევრად უფრო სწრაფად და დაზღვეულად მივაწოდოთ ჩვენს ერთგულ თუ ახალ მომხმარებელს.

საფოსტო-საკურიერო კომპანია „ბიზნეს ექსპრესი“

2012 წელს ჩამოყალიბდა საფოსტო-საკურიერო კომპანია „ბიზნეს ექსპრესი“ რომელიც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. 2017 წელს „ბიზნეს ექსპრესი“-მა გააფართოვა ხედვები და ბიზნეს გეგმები, და მის ბაზაზე დააფუძნდა „ინთერნეიშენალ ბიზნეს ექსპრესი“ (Ibex Logistics), რომელთან ერთად წარმატებით განაგრძობს მომსახურებას და სთავაზობს მომსახურებას ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე.