საპროექტო ტვირთები

Ibex Logistics გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას.

 

არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა

თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მეტრს, სიგანით

2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას, არაგაბარიტულ ტვირთად

ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება

სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს

წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.

 

ჩვენი გუნდის დახმარებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ არაგაბარიტული (OOG) ტვირთების ტრანსპორტირებით, რომელიც მოცავს სრულ დაგეგმარებას, ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, გაცილებას, დოკუმენტაციის მომზადებასა და  სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას.

ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.

 

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • სატერმინალო მომსახურებას
  • დასაწყობებას
  • გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას
  • არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას, არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებას
  • სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას
  • სარკინიგზო/საპროექტო მომსახურებას
  • არაგაბარიტული ტვირთის დაცვა/გაცილებას მისამართამდე
  • საბაჟო პროცედურებით უზრუნველყოფას
  • ტვირთის დაზღვევას
Share This