სახმელეთო გადაზიდვები

ეს არის ტრანსპორტირების შედარებით იაფი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ტვირთის მიწოდება განხორციელდეს კარიდან კარამდე პრინციპით.
Ibex logistics გთავაზობთ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზების სერვისს, ევროპის,თურქეთის,დსთ-ს ქვეყნების და აზიის ნებისმიერი ქვეყნიდან ამიერკავკასიის ქვეყნებში, ასევე შიდა გადაზიდვებს.
სახმელეთო გადაზიდვების მომსახურების ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ:
- სწრაფ მიწოდებას,
- ოპტიმალური მარშუტების შერჩევას,
- ტვირთის მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას,
- მისაღებ ტარიფებს.
სახმელეთო გადაზიდვების მომსახურებაში შედის:
- საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სრული დატვირთვა(იმპორტ/ექსპორტი)
- სახმელეთო გადაზიდვა ევრო კავშირის შიგნით
- ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ მყოფი ტვირთების გადაზიდვა.
- შერეული ტვირთების გადაზიდვა (გრუპაჟი)
- არაგაბარიტული/მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვა
- სახიფათო ტვირთების გადაზიდვა (ADR,IMO)
- ტვირთების კონსოლიდაცია საწყობებში
- ექსპორტ/იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება( ევრო 1 სერტიფიკატი , ex1)
- საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები
- პროექტული გადაზიდვები
- ნებართვებისა და გაცილების ორგანიზება
- ლოგისტიკური ანალიზის ჩატარება
სახმელეთო გადაზიდვების უპირატესობები:
- იაფი ტრანსპორტირების საშუალება – საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით
- სწრაფი გადაზიდვა – სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით
- მოხერხებული გადაზიდვა მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებისათვის (მაგ.: ხილი, ბოსტნეული და ა.შ.)
- ტვირთის ადგილმდებარეობის მარტივი მონიტორინგის შესაძლებლობა
- მძღოლთან მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობა
სახმელეთო ტრანსპორტირების უარყოფითი მხარეები:
- გარემოს დაბინძურება
- დიდწილად დამოკიდებულია გზებზე არსებულ მდგომარეობაზე
- მაღალი ალბათობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილისა და ტვირთის დაზიანების
- სატრანზიტო დროის ნაწილობრივი დამოკიდებულება ამინდზე