ჩარტერული გადაზიდვები
განახორციელეთ ჩარტერული გადაზიდვები, დროულად, იაფად და უსაფრთხოდ Ibex-სთან ერთად.
Ibex Logistics გთავაზობთ ჩარტერული გადაზიდვების სრულ მომსახურებას
ჩვენი გამოცდილი ლოგისტიკის მენეჯერები დაგეხმარებიან თქვენთვის მნიშვნელოვანი ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებაში.
თუ თვენთვის სტანდარტული დრო არ არის საკმარისი ტვირთის მისაღებად, ან ტვირთის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე გსურთ მისი დამოუკიდებლად ტრანსპორტირება,აღნიშნული სერვისი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევაში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- სატერმინალო მომსახურებას
- დასაწყობებას
- გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას
- თვითმფრინავის დაფრახტვას
- გემის დაფრახტვას
- საბაჟო პროცედურებით უზრუნველყოფას
- ტვირთის დაზღვევას
რატომ ჩარტერული გადაზიდვები?
ჩარტერული გადაზიდვები საუკეთესო ალტერნატივაა, თუ თქვენი ტვირთი საჭიროებს განსაკუთრებულ უსაფრთხოებას, დიდი მოცულობის არის და შეზღუდული გაქვთ ტრანსპორტირების ვადები.
Ibex მზად არის გაგიწიოთ ხარისხიანი მომსახურება, კონკურენტული ფასებით, ჩვენი მრავალი წლის გამოცდილების მქონე სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ დეტალური კონსულტაცია და შემოგთავაზონ საუკეთესო პირობები.
ჩვენ შეგირჩევთ საუკეთესო მარშრუტს, თქვენთვის მისაღებ ტრანსპორტირების ვადებს და პირობებს.
ჩვენი უპირატესობებია
წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ Ibex:
გამოცდილება – მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში
საერთაშორისო კავშირები და პარტნიორები
სპეციალისტები – გამორჩეული პროფესიონალები, მრავალწლიანი გამოცდილებით.
სანდოობა – წლების მანძილზე ჩვენ შევიძინეთ რეპუტაცია, რომელსაც ვუფრთხილდებით.
საერთაშორისო ქსელი – ჩვენ გვაქვს შექმნილი ლოგისტიკური ჩაჭვები ყველა ძირითადი მიმართულები, რაც გვეხმარებათ შემოგთავაზოთ ეფექტური მომსახურება, დაბალი ტარიფებით.
ჩარტერული გადაზიდვების გამოყენების მაგალითები:
ზოგადად ჩარტერული გადაზიდვები ხორციელდება ბიზნესის ან კერძო პირების საჭიროების მიხედვით, როდესაც მათ სურთ არასტანდარტულად დიდი მოცულობის ტვირთის ტრანსპორტირება ან ვადებში არიან შეზღუდულები.
ასეთ მომსახურებას გააჩნია რიგი უპირატესობები, მათ შორის მეტი კონტროლის შესაძლებლობა, მოქნილობა და სიჩქარე.
ჩარტერული ტრანსპორტირების მაგალითი: ხშირად გამოიყენება პროდუქციისა და ხელსაწყოების გადაზიდვისთვის. მაგალითად: კომპანიამ ახალი ოფისი გახსნა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში და სურს ერთიანად და სწრაფად გადაიტანოს ავეჯი, კომპიუტერები და სხვა ხელსაწყოები.
ჩარტერულ მომსახურებას ასევე იყენებენ სახელმწიფოები, მაგალითად კატასტროფის შემთხვევაში დიდი რაოდენობით საკვების, წყლის და ტექნიკის გადასატანად.
მცირე სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით:
2022 წელს ჩარტერული გადაზიდვების მოცულობამ მიაღწია 200$ მილიარდ დოლარს;
ტოპ სამი ბაზარი – ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აღმოსავლეთ აზია.
ყველაზე გავრცელებული ტვირთი – მედიკამენტები და ცხოველები.
ბაზრის მოსალოდნელი წლიური ზრდა – 4.5% წლიურად 2024-2027 წლებში.
ჩარტერული გადაზიდვების ზრდა განპირობებულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: ელ.კომერციის მოცულობის ზრდა, ასევე სპეციალიზირებული საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდა.
მთავარი გამოწვევა 2022-2023 წლებში – საწვავის ღირებულების ზრდა.