საზღვაო გადაზიდვები
საზღვაო გადაზიდვები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვში.
მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებით.
ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება შევასრულოთ მომხმარებელთა მოთხოვნები-მოვემსახუროთ სწრაფად და პროფესიონალურად.
ძირითადი მიმართულებები:
- საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან
- ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირება ინდოეთიდან
- საზღვაო გადაზიდვა აშშ-დან და ევროპიდან
გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით როგორებიცაა:
- ღია კონტეინერი
- სამაცივრე კონტეინერი
- ბაქანი
ჩვენს მომსახურების პაკეტში ასევე შედის:
- კარიდან–კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება
- დაზღვევა
- განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება.
- იმპორტ / ექსპორტის შეგროვება და განაწილება
- შიდა გადაზიდვა კავკასიის ტერიტორიაზე
- მულტიმოდალური მომსახურება
- სატრანზიტო გადაზიდვა
- გაყინული ტვირთი
- საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები
“IBEX logistics” თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს დროში განსაზღვრული, ინოვაციური საზღვაო გრუპაჟული მომსახურებით,ჩინეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან,ევროპიდან და აშშ–დან – საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი).
ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი დონის გადაზიდვის გრაფიკს. ჩვენი დიდი საექსპედიტორო გამოცდილება გვეხმარება უზრუნველგყოთ საიმედო მომსახურებით და დაბალი ტარიფებით.
- ყოველკვირეული საზღვაო გრუპაჟული გადაზიდვა – ჩინეთის პორტებიდან.
- საზღვაო გრუპაჟი ევროპიდან და აშშ-დან.
- ტვირთის კარიდან – კარამდე მიტანა.
საზღვაო გადაზიდვა - უპირატესობები
- საუკეთესოა მძიმე და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის
- მოხერხებულია არამალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის
- ეკონომიური ტარიფები დიდი მოცულობის კომერციული ტვირთის გადასაზიდად
უარყოფით მხარეები:
- ხანგრძლივი სატრანზიტო დრო
- ტვირთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის სირთულე
- შეზღუდული მარშრუტები და განრიგები
- საპორტო გადასახადები
- საჭიროებს დამატებით სატრანსპორტო საშუალებას ტვირთის კარიდან კარამდე მისაწოდებლად
საზღვაო გადაზიდვების როლი ბიზნესისთვის
საზღვაო გადაზიდვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესებში, რომლებიც ვაჭრობს გლობალურად. ის იძლევა დიდი რაოდენობით საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობას შორ მანძილებზე, შედარებით დაბალ ფასად.
UNCTAD-ის მონაცემებით, საზღვაო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 2019 წელს მიაღწია 11 მილიარდ ტონას, დაახლოებით 14 ტრილიონი დოლარი საერთო ღირებულებით.
თანხების დაზოგვის გარდა, საზღვაო გდაზიდვა, ასევე, სთავაზობს ბიზნესს მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას. პორტების უმეტესობა კარგად არის დაკავშირებული ტრანსპორტის სხვა ფორმებთან, როგორებიცაა სარკინიგზო და საგზაო ქსელები. ეს უადვილებს კომპანიებს საქონლის ტრანსპორტირებას სხვადასხვა რეგიონში და საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს კლიენტებს მთელ მსოფლიოში.
ასევე, საზღვაო გადაზიდვა უკეთესია გარემოსთვისაც. თანამედროვე გემები აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიებით, რომლებიც ნაკლებად აბინძურებს გარემოს.
ზოგადად, საზღვაო გადაზიდვები სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ბიზნესებში, რომლებიც ვაჭრობს გლობალურად. ეს უზრუნველყოფს მათ ბიუჯეტურ, მოქნილ და ეკოლოგიურად სუფთა გზას საქონლის დიდ მანძილბზე ტრანსპორტირებისთვის.
საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მოთხოვნა საზღვაო ლოგისტიკურ მომსახურებაზეც.