ტვირთის დაზღვევა
ტვირთის ტრანსპორტირება ყოველთვის დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების რისკთან.
დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. Ibex Logistics გვთავაზობთ ტვირთის დაზღვევას მსოფლიოს მთელ ტერიტორიაზე.
ტვირთების დაზღვევა ფარავს დაზღვეული ობიექტის დანაკარგის ან დაზიანების ყველა რისკს.
საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო დაფარვამ დამატებით შეიძლება მოიცვას:
- ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას დაზიანებისა და განადგურების რისკები.
- გადაზიდვის პროცესში შუალედურ საწყობებში ტვირთის შენახვის რისკები.
- ზარალი, ხარჯები და შენატანები საერთო ავარიასთან დაკავშირებით (ტვირთების საზღვაო გადაზიდვისას).
- ტვირთის გადასარჩენად, ზარალის შესამცირებლად და მისი მოცულობის დასადგენად გაწეული ყველა საჭირო და მიზანშეწონილი ხარჯი.
- საომარი რისკებისაგან დაზღვევა.
- განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.
- ჩვენ მოქნილი ტარიფები გვაქვს და პრეტენზიებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში ვაგვარებთ.
- გადამზიდველის / ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა
საერთაშორისო კანონმდებლობა გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ტვირთის ექსპედიტორების/გადამზიდველების წინაშე. ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა გადამზიდველის იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომის მიზეზი გახდეს. ზარალი ამ დროს, როგორც წესი, გაუთვალისწინებადია და მას თან ერთვის მრავალი ფინანსური თუ სხვა დანახარჯი. გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შესაძლო ზარალისგან დაცვის საუკეთესო საშუალებას.
Ibex Logistics სადაზღვევო პროგრამა ყველა შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით არის შედგენილი.