საპროექტო ტვირთები
გადაზიდეთ საპროექტო ტვირთები საუკეთესო პირობებით, უსაფრთხოდ და დროულად Ibex-თან ერთად.
ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას
არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა
თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მეტრს, სიგანით
2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას, არაგაბარიტულ ტვირთად
ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება
სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს
წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.
ჩვენი გუნდის დახმარებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ არაგაბარიტული (OOG) ტვირთების ტრანსპორტირებით, რომელიც მოცავს სრულ დაგეგმარებას, ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, გაცილებას, დოკუმენტაციის მომზადებასა და სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას.
ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- სატერმინალო მომსახურებას
- დასაწყობებას
- გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას
- არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას,
- სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას
- სარკინიგზო/საპროექტო მომსახურებას
- არაგაბარიტული ტვირთის დაცვა/გაცილებას მისამართამდე
- საბაჟო პროცედურებით უზრუნველყოფას
- ტვირთის დაზღვევას
საპროექტო ტვირთების გადაზიდვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
- ტრანსპორტირების მანძილი და რელიეფი;
- მასალების ტიპი;
- ამინდის პირობები;
- პროექტის ბიუჯეტი;
- პროექტის ვადები და სხვა.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გთავაზობთ ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვას, სხვადასხვა სახის ტრანსპორტით:
- სახმელეთო ტრანსპორტირება – იდეალურია მოკლე მანძილზე მცირე ზომის ტვირთის გადასატანად. შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილობრივი, რეგიონული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
- სარკინიგზო ტრანსპორტირება – ხშირად გამოიყენება მძიმე ტექნიკის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის. ეფექტური და ეკონომიურია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც მოიცავს ტვირთის ტრანსპორტირებას ასობით ან ათასობით მილის მანძილზე.
- საჰაერო ტრანსპორტირება – ყველაზე სწრაფი და ხშირად გამოყენებადი სერვისი სასწრაფო მიწოდებისთვის ან დიდ მანძილზე ტვირთის გადასატანად. აღსანიშნავია, რომ შეიძლება მეტად ძვირი იყოს, ვიდრე ტრანსპორტირების სხვა ტიპი.
- საზღვაო ტრანსპორტირება – გამოიყენება დიდი რაოდენობის მასალის გადასაზიდად შორ მანძილზე.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტვირთის ტრანსპორტირება მრავალკომპონენტიანი პროცესია, ჩვენი პროფესიონალი გუნდის კოორდინირებული და ფრთხილი მუშაობით კი გარანტირებულია თქვენი ტვირთის უსაფრთხო და დროული მიწოდება.
მსგავსი სერვისი – ჩარტერული გადაზიდვები