სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკები: 10:00 – 18:00
მისამართი
თამარ მეფის გამზ N18. 0112, თბილისი.
კონტაქტი
+995 322 05 37 05

სახმელეთო გადაზიდვა

Ibex logistics გთავაზობთ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზების სერვისს, ევროპის,თურქეთის,დსთ -ს ქვეყნების და აზიის

საჰაერო გადაზიდვა

ჩვენი საჰაერო გადაზიდვა ვრცელდება აეროპორტიდან-აეროპორტამდე და კარიდან-კარამდე მიწოდებაზე. გთავაზობთ ტვირთის შეგროვებას აზიის, ევროპისა და აშშ-ს მთავარ ქალაქებში.

საზღვაო გადაზიდვა

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებით. …

დაზღვევა

ტვირთის ტრანსპორტირება ყოველთვის დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა…

საბროკერო მომსახურება

Ibex logistics  გთავაზობთ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე და რე-ექსპორტზე…

საწყობი

IBEX Logistics გთავაზობთ ტვირთის კონსოლიდაციას, დასაწყობებას ბულგარეთში და თურქეთში, სოფიის და სტამბულის ქალაქებში . ეს არის ორი ძირითადი სატრანზიტო დერეფანი…

მომავალი პარტნიორისთვის

მომავალი პარტნიორისთვის

დაარსების დღიდან კომპანია ზრუნავს ყოველდღიურად მოიზიდოს და გააფორმოს გრძელვადიანი თანამშრომლობა ბაზარზე არსეულ იმ კლიენტებთან ვისთანაც იკვეთება საერთო ღირებულებები, პიროვნული და საქმიანი თვალსაზრისით, ჩვენი მიზანი არამხოლოდ საქმიანი კუთხით თანამშრომლობა,არამედ მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა არსებულ და მომავალ პარტნიორებთან.

მცირე შეხედულებას შეგიქმნით თანამშრომლობის დაწყების დროს ჩვენი მომსახურების შესახებ ახალ/პოტენციურ მომხმარებელთან.

  • დროულად ვცემთ პასუხს დამკვეთისგან მიღებულ შეკითხვას.
  • თქვენთან შეთანხმებით გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირების რამდენიმე სახეობას.
  • ვაფორმებთ ოფიციალურ,იურიდიული კუთხით საჭირო ყველა დოკუმენტაციას.
  • გაწვდით ტვირთის ადგილმდებარეობის სტატუსებს ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო კომუნიკაციით.
  • ვადგენთ მოქნილ და ინდივიდუალურ გადახდის პირობებს.
  • მაღალი კონფიდენციალობა.

ჩვენთვის ნებისმიერი მომხმარებლის აზრი ან შენიშვნა მნიშვნელოვანია, სწორედ აღნიშნული პოლიტიკა იძლევა კომპანიის სწორად განვითარების საშუალებას, რომელიც მომავალში გვაძლევს შესძლებლობას თქვენთან არა მხოლოდ საქმიანი არამედ მეგობრული ურთიერთობა დავაფუძნოთ, რომელიც სანდოობაზე და პატიოსნებაზე იქნება დამყარებული.

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის.

Ibex Logistics გამოცდილებით მიღებული ხარისხი.

რატომ IBEX

იმიტომ, რომ ჩვენთვის თქვენი ტვირთია მნიშვნელოვანი!

დრო

ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კლიენტის დროს და გთავაზობთ საუკეთესო დაგეგმარებას თითოეული პროექტზე ინდივიდუალურად, თქვენთან შეთანხმებით მივდივართ იმ იდეალურ სერვისამდე, რომელიც ყველა მომხმარებლისთვის საოცნებოა, რაც გულისმობს ტვირთის დაუზიანებლად და დროულად ტრანსპორტირებას.

ხარჯების ეფექტურობა და მინიმალიზირება

ჩვენი გუნდის დახმარებით თქვენი ტვირთის ტრანსპორტირება არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ ეკონომიურიც იქნება ფინანსური თვალსაზრისით, რაც პირდაპირი მნიშვნელობით თქვენი ბიზნესისთვის არის მომგებიანი.

პარტნიორების საერთაშორისო ქსელი

ჩვენი ავტოპარკისა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით, თქვენ ყოველთვის მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან,ტვირთის მუდმივი ადგილმდებარეობის კონტროლითა და სტატუსების შეტყობინებით.

საიმედოობა

ჩვენი გუნდის ნიშა გამოცდილება და პროფესიონალიზმია.

პატიოსნება

ჩვენ არ ვქმით პრობლემებს, ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებას, სწრაფად და ხარისხიანად, რომელიც დაფუძნებულია წესიერებაზე.

IBEX logistics

Ibex logistics საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2017 წელს.

ჩვენი კომპანიის სტატუსი საშუალებას გვაძლევს ორგანიზება გავუკეთოთ ტრანსპორტირებას  მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში  და ვაწარმოოთ ამასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური მომსახურება.

„IBEX logistics“ – ს გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური, დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული გაცვლის სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების გამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით “IBEX logistics” – ს შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კლიენტს და, შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მას.

საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთები, საჰაერო თუ კონსოლიდირებული (ნაკრები) გადაზიდვები, იმპორტი თუ ექსპორტი, ტვირთების დასაწყობება თუ დისტრიბუცია, კლიენტის კარამდე მიტანა თუ გემებისა და თვითმფრინავების  დაფრახტვა, ნებისმიერ გადაზიდვაში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ პირველები და სწრაფად, უსაფრთხოდ დავაკმაყოფილოთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი  ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირადღირებული, მალფუჭებადი  და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვაში.
ჩვენი მიზანია ვიყოთ  თქვენი გლობალური ლოგისტიკური პარტნიორები  და გაგიწიოთ ყველა შესაძლო დახმარება,  რათა დღევანდელ სწრაფად ზრდად ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელება.

ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, რადგან თქვენი ტვირთის გადაზიდვა იყოს უსაფრთხო.

WCA World

Ibex Logistics გახდა WCAworld-ის წევრი, დამოუკიდებელი სატვირთო ექსპედიტორების მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯგუფი, 11416 წევრზე მეტი ოფისით მსოფლიოს 1018 ქალაქში და პორტში! ჩვენი გუნდი მზადაა მოგემსახუროთ და გადზიდოს თქვენი ტვირთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია AFG

2022 წლის ივლისში Ibex Logistics ასევე გახდა საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წევრი.  ასოციაციის წევრებს შორის ჯანსაღი კონკურენცია სატრანსპორტო–საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის ამაღლება ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIATA), საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC),მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა (WCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ასოციაციის წევრებსა და საზღვარგარეთელ პარტნიორებს შორის ურთიერთკავშირების დამყარება

FIATA

  2022 წელს კომპანია გახდა საერთაშორისო საერთაშორისო ექსპედიტორების გაერთიანების წევრი. Fiata-ს დახმარებით Ibex Logistics-მა გაიძლიერა ის ბენეფიტები და შესაძლებლობები, რომელიც ჩვენთვის აქამდე უცხო არ იყო. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბევრად ძლიერები ვიდრე აქამდე. გაერთინების წევრებთან ერთად, ჩვენი კომპანია გეგმავს კიდევ უფრო მეტი შრომის გაწევას, რათა ის ფაქტი, რომ ვართ ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანია, ყველასთვის ნათელი ფაქტი […]

Ibex Logistics საერთაშორისო სატრანსპორტო გაერთიანება

Ibex Logistics საერთაშორისო სატრანსპორტო გაერთიანება JcTrans Network, GCP ( Global Credit Pass)-ის წევრი გახდა, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს მასშტაბით 165 ქვეყნიდან, 586 ქალაქიდან გავუწიოთ სრულყოფილი მომსახურება, ნებისმიერი ტიპის გადაზიდვაზე, ჩვენს მომხმარებლებს .

Ibex Logistics ევროპის ყველაზე …

2020 წელს Ibex Logistics-მა ევროპის ყველაზე ტვირთგამტარ ქვეყანაში, ბულგარეთში გახსნა თანამედროვე,ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საწყობი, რამაც მოგვცა საშვალება, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით შერეული (გრუპაჟული) ტვირთების ტრანსპორტირება ბევრად შერავათიანი ფასებით შეძლოს. ასევე მან მოგვცა შესაძლებლობა ტვირთები ბევრად უფრო სწრაფად და დაზღვეულად მივაწოდოთ ჩვენს ერთგულ თუ ახალ მომხმარებელს.

Ibex Logistics-მა გაამდიდრა ავტოპარკი

2019 წლის წლის მიწურულს, Ibex Logistics-მა გაამდიდრა ავტოპარკი, დაიმატა პირადი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც განუწყვეტლივ ახორციელებენ სრული და შერეული ტვირთების ტრანსპორტირებას კავკასიის რეგიონში.

საფოსტო-საკურიერო კომპანია „ბიზნეს ექსპრესი“

2012 წელს ჩამოყალიბდა საფოსტო-საკურიერო კომპანია „ბიზნეს ექსპრესი“ რომელიც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. 2017 წელს „ბიზნეს ექსპრესი“-მა გააფართოვა ხედვები და ბიზნეს გეგმები, და მის ბაზაზე დააფუძნდა „ინთერნეიშენალ ბიზნეს ექსპრესი“ (Ibex Logistics), რომელთან ერთად წარმატებით განაგრძობს მომსახურებას და სთავაზობს მომსახურებას ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე.

დაგვეკონტაქტეთ

Share This