საზღვაო გადაზიდვა

2.5

საზღვაო გადაზიდვა

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL)

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება შევასრულოთ მომხმარებელთა მოთხოვნები-მოვემსახუროთ სწრაფად და პროფესიონალურად. ჩვენი, როგორც აგენტების, ტარიფები მთავარ საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან საქართველოში დადებულ შეთანხმებას ეფუძნება.

გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით როგორებიცაა:

·         ღია კონტეინერი

·         სამაცივრე კონტეინერი

·         ბაქანი

·         და ..

ჩვენს მომსახურების პაკეტში ასევე შედის:

·         კარიდან-კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება

·         დაზღვევა

·         განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება.

·         იმპორტ/ ექსპორტის შეგროვება და განაწილება

·         შიდა გადაზიდვა კავკასიის ტერიტორიაზე

·         მულტიმოდალური მომსახურება

·         სატრანზიტო გადაზიდვა

·         გაყინული ტვირთი

·         საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები

 

 

საზღვაო გრუპაჟი (LCL):

“IBEX logistics” თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს დროში განსაზღვრული, ინოვაციური საზღვაო გრუპაჟული მომსახურებით,ჩინეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან,ევროპიდან და აშშ-დან  - საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი დონის გადაზიდვის გრაფიკს. ჩვენი დიდი საექსპედიტორო გამოცდილება გვეხმარება უზრუნველგყოთ საიმედო მომსახურებით და დაბალი ტარიფებით.

 

·         ყოველკვირეული საზღვაო გრუპაჟული გადაზიდვა - ჩინეთის პორტებიდან.

·         საზღვაო გრუპაჟი ევროპიდან და აშშ-დან.

·         ტვირთის კარიდან - კარამდე მიტანა.

 

 

უპირატესობები

·         საუკეთესოა მძიმე და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის

·         მოხერხებულია არამალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის

·         ეკონომიური ტარიფები დიდი მოცულობის კომერციული ტვირთის გადასაზიდად

 

 

უარყოფითი მხარეები

·         ხანგრძლივი სატრანზიტო დრო

·         ტვირთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის სირთულე

·         შეზღუდული მარშრუტები და განრიგები

·         საპორტო გადასახადები

·         საჭიროებს დამატებით სატრანსპორტო საშუალებას ტვირთის კარიდან კარამდე მისაწოდებლად